ბილეთი №8 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამოტოციკლის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბმსუბუქი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
როცა დამატებით სექციაში ისარი ანთია, ძირითადი სიგნალი კი ყვითელი ან წითელია, ისრით მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავებს. ამიტომ უპირატესობა მოტოციკლის მძღოლს აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.