ბილეთი №7 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - მოტოციკლმა✓ სწორი პასუხი
- გჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
რატომ?
ჯერ მთავარ გზაზე მოძრავი გადის, მეორეხარისხოვანზე მოძრავი მას ელოდება. თუ მთავარი გზა გზაჯვარედინზე მიმართულებას იცვლის, ერთი გზის მძღოლები ერთმანეთს მარჯვენა ხელის წესით უთმობენ. ასე რიგია: მსუბუქი, ავტობუსი, მოტოციკლი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი