ავტოსკოლა

ბილეთი №23 · შუქნიშნის სიგნალები

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას?

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას?
  1. ავალდებულია✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არის ვალდებული

რატომ?

როცა შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალი ინთება, გზაჯვარედინზე შეიძლება ისევ იყოს მანქანა, რომელიც გავლას ამთავრებს. ის უკვე გზაჯვარედინშია, იქ გაჩერება კი საშიშია, ამიტომ ავტობუსს ჯერ გაატარებ და მერე დაიძვრები.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები