ბილეთი №21 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

- აქვეითისა და ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გმხოლოდ ქვეითის მიმართ
რატომ?
მოხვევისას, თუ გზის შესასვლელთან ქვეითთა გადასასვლელია, შეანელე და საჭიროებისას გაჩერდი: გადასასვლელზე შესული ქვეითი უნდა გაატარო. ოპერატიულ ავტომობილს, რომელსაც ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალი აქვს ჩართული, სავალ ნაწილზე ადგილი უნდა გაუთავისუფლო. ამიტომ გზა ორივეს უნდა დაუთმო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები; ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომლსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, გაუნთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდნენ.