ავტოსკოლა

ბილეთი №820 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

  1. ამისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
  2. ბგამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება✓ სწორი პასუხი
  3. გშეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება

რატომ?

ჩართული გარე სანათებით ან ღია კარებით გაჩერებული მანქანის გასწვრივ ქვეითი ან ბავშვი მოულოდნელად შეიძლება გზაზე გამოჩნდეს. ამიტომ ასეთ ადგილას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყო: სიჩქარე ისე აირჩიე, რომ საფრთხე დროულად აიცილო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი