ბილეთი №825 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
აქვს თუ არა უფლება მოტოციკლის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ერთი თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს?
- ააქვს უფლება ნებისმიერ შემთხვევაში
- ბაქვს უფლება მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში
- გარა აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოტოციკლის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ ტრანსპორტის ყველა თვალი გზას ეხებოდეს. ერთ თვალზე მოძრაობა აკრძალულია, რადგან ასეთ დროს ტრანსპორტი კონტროლს კარგავს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.