ბილეთი №830 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
- აჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
- ბშეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის✓ სწორი პასუხი
- გჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
რატომ?
შეზღუდული ხილვადობისას საფრთხეს გვიან ამჩნევ, ამიტომ სიჩქარე უნდა შეამცირო და წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია გაზარდო, რომ დამუხრუჭებისთვის საკმარისი დრო და მანძილი გქონდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.