ბილეთი №836 · მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ააკრძალულია უკუსვლით მოძრაობა
- ბმიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
- გიზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას✓ სწორი პასუხი
რატომ?
წვიმაში ან თოვლში საბურავი გზას უარესად ეჭიდება, ამიტომ დამუხრუჭებისთვის მეტი დრო და მანძილი გჭირდება. ნალექი ხილვადობასაც აუარესებს. ამის გამო წინ მიმავალთან დისტანციის შემცირება საშიშია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.