ბილეთი №861 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
- აარა უმეტეს 4 წამისა
- ბარანაკლებ 3 წამისა✓ სწორი პასუხი
- გარანაკლებ 6 წამისა
- დარა უმეტეს 9 წამისა
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში სიჩქარე ჩვეულებრივ მეტია და გაჩერებას უფრო გრძელი მანძილი სჭირდება, ამიტომ დისტანციაც უფრო დიდი უნდა იყოს: წინა მანქანის ახლანდელ ადგილამდე მისვლას არანაკლებ 3 წამი უნდა დასჭირდეს. დასახლებულ პუნქტში საკმარისია არანაკლებ 2 წამი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.