ბილეთი №860 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
- აარა უმეტეს 2 წამისა
- ბარანაკლებ 2 წამისა✓ სწორი პასუხი
- გარა უმეტეს 5 წამისა
- დარანაკლებ 7 წამისა
რატომ?
დასახლებულ პუნქტში წინა მანქანამდე დისტანცია ისეთი უნდა იყოს, რომ მის ახლანდელ ადგილამდე მისვლას არანაკლებ 2 წამი დასჭირდეს. ეს დრო გჭირდება, რომ მის მოულოდნელ დამუხრუჭებაზე რეაგირება მოასწრო. დაუსახლებელ პუნქტში კი არანაკლებ 3 წამია საჭირო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.