ბილეთი №876 · საგზაო მონიშვნა
თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
- აუნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
- ბროგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
- გსათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა გადასასვლელს არც შუქნიშანი არეგულირებს და არც მარეგულირებელი, მისკენ სიჩქარე ისე შეამცირე, რომ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს საფრთხე არ შეუქმნა. საჭიროებისას გაჩერდი და გაატარე ისინი: ქვეითები მანქანასთან შედარებით დაუცველები არიან.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.