ბილეთი №875 · მარეგულირებლის სიგნალები
თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:
- ამარეგულირებელის წინ
- ბქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან✓ სწორი პასუხი
- გსაპირიპირო მიმართულების ზოლზე
რატომ?
მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე ქვეითთა გადასასვლელის წინ უნდა გაჩერდე, ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, თუ ასეთი არის. ასე გადასასვლელი ქვეითებისთვის თავისუფალი რჩება: გაჩერების ადგილს გადასასვლელი განსაზღვრავს და არა ის, სად დგას მარეგულირებელი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.