ბილეთი №902 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მოძრაობის ზოლი“ არის:
- აკონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს
- ბმოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი
- გგრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოძრაობის ზოლი სავალი ნაწილის გრძივი ზოლია, მონიშნული ან მოუნიშნავი, ოღონდ იმდენად განიერი, რომ მასზე მანქანა ერთ რიგში გაიაროს. მოტოციკლის სიგანე ამისთვის საკმარისი არ არის. გზის მთელი ზედაპირი მოძრაობის ზოლი არ არის, გამყოფი ზოლიც სულ სხვა ცნებაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, „მოძრაობის ზოლი“ - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.