ბილეთი №918 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
- აგვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
- ბგარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას✓ სწორი პასუხი
რატომ?
შეზღუდული ხილვადობა ისაა, როცა მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან დაბრკოლება გზას ისე გიფარავს, რომ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობა საშიში შეიძლება იყოს. 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობა კი არასაკმარისი ხილვადობაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.