ავტოსკოლა

ბილეთი №923 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე „საერთაშორისო მოძრაობა“-ში მყოფად;

  1. ამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს
  2. ბმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში
  3. გმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში✓ სწორი პასუხი

რატომ?

სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაშია, თუ ის ეკუთვნის პირს, რომლის საცხოვრებელი ამ სახელმწიფოს გარეთაა, ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული არ არის, ან დროებით არის შემოყვანილი დადგენილი ვადის ფარგლებში. ამ სამი პირობიდან ნებისმიერი საკმარისია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 66-ე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი: ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია