ავტოსკოლა

ბილეთი №925 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:

  1. ასატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  2. ბმოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
  3. გტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი✓ სწორი პასუხი
  4. დსატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას

რატომ?

სრული მასა არის სატრანსპორტო საშუალების მასა, როცა ის აღჭურვილია და ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით სავსეა. ამ ზღვარს ქარხანა-დამამზადებელი ადგენს და არა მძღოლი. ცარიელი მანქანის წონა ან ღერძზე დაწოლა სრული მასა არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, „სრული მასა“ - ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია