ავტოსკოლა

ბილეთი №962 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:

  1. ასტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
  2. ბსაგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები✓ სწორი პასუხი

რატომ?

დროებითი ნიშანი სწორედ ახლანდელ სიტუაციას ეხება, სტაციონარული კი მუდმივ წესს. ამიტომ, თუ სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული ნიშანი სტაციონარულს ეწინააღმდეგება, დროებითი ნიშნის მოთხოვნა უნდა შეასრულო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია