ავტოსკოლა

ბილეთი №941 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:

  1. ასავალი ნაწილის მარცხენა მხარე
  2. ბსავალი ნაწილის მარჯვენა მხარე✓ სწორი პასუხი
  3. გნებისმიერი მოძრაობის ზოლი

რატომ?

დასახლებულ პუნქტს გარეთ, გამყოფი ზოლისა და ტროტუარის გარეშე ორმხრივ გზაზე ქვეითი მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მარცხენა მხარეს გადაადგილდება. ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანი კი გამონაკლისია: მან სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე უნდა დაიკავოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი