ავტოსკოლა

ბილეთი №958 · მარეგულირებლის სიგნალები

ნებადართულია თუ არა სატვირთო ავტომობილის გაჩერება ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?

  1. ანებადართულია მხოლოდ ავტომობილის დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არის ნებადართული
  3. გნებადართულია ნებისმიერ შემთხვევაში, მძღოლის სურვილისამებრ

რატომ?

ცალმხრივ გზაზე სატვირთოს გაჩერება სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია მხოლოდ დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს. სხვა შემთხვევაში გაჩერება მარჯვენა მხარეს უნდა მოხდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები