ავტოსკოლა

ბილეთი №957 · გაჩერება დგომა

ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?

  1. ანებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
  2. ბნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე✓ სწორი პასუხი
  3. გნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი
  4. დარ არის ნებადართული

რატომ?

სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა ძირითადად მარჯვენა მხარესაა ნებადართული, კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მარცხენა მხარეს შეიძლება მხოლოდ დასახლებულ პუნქტში, როცა თითოეულ მიმართულებას ერთი ზოლი აქვს და შუაში ტრამვაის ლიანდაგი არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა