ბილეთი №963 · გზაჯვარედინის გავლა
აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
- ააქვს უფლება, თუ შუქნიშნის სიგნალი იძლევა მოძრაობის უფლებას
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაჯვარედინზე არ უნდა შეხვიდე, თუ გასასვლელი ჩახერგილია და სავარაუდოდ შუაში გაჩერება მოგიწევს, რადგან განივ მოძრაობას გზას გადაუკეტავ. ეს წესი მაშინაც მოქმედებს, როცა შუქნიშანი გავლის უფლებას გაძლევს. ჯერ გასასვლელი უნდა იყოს თავისუფალი, მერე შესვლა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი