ბილეთი №988 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
- ამხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
- ბმხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
- გამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
გარე სინათლე იმისთვისაა, რომ გზაზე მდგარი მანქანა სხვამ დაინახოს. სინათლის ჩაურთველად დგომა შეიძლება ორივე შემთხვევაში: როცა გზა ისეა განათებული, რომ მანქანა შორიდან კარგად ჩანს, და როცა სავალი ნაწილისა და მკვრივი საფარის მქონე გვერდულების მიღმა დგახარ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.