ბილეთი №987 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:
- ადასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე
- ბმხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება✓ სწორი პასუხი
- გდასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
რატომ?
ფარა-პროჟექტორი და ფარა-მაძიებელი ძალიან ძლიერად ანათებს და შემხვედრ მძღოლს დააბრმავებს. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში და მხოლოდ მაშინ, როცა საპირისპირო მიმართულებით სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.