მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.12.1–1.12.2 „სახიფათო მოსახვევი“
რას ნიშნავს
წინ მკვეთრი მოსახვევია, ან ისეთი, რომლის იქით გზა არ ჩანს: 1.12.1 — მარჯვნივ, 1.12.2 — მარცხნივ. მოსახვევში უკვე შენელებული შედი და გასწრებას ნუ სცდი — შემხვედრს ვერ დაინახავ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი. 1.12.1 — მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი მარჯვნივ. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. 1.12.2 — მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი მარცხნივ. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.