ავტოსკოლა

მაფრთხილებელი ნიშნები

ნიშანი 1.14 „ციცაბო დაღმართი“

ნიშანი 1.14 ციცაბო დაღმართი

რას ნიშნავს

წინ ციცაბო დაღმართია: მანქანა თავისით აჩქარდება, ამიტომ დაბალ გადაცემაზე ჩადი. ვიწრო ადგილას აღმართზე ამომავალს გზა შენ უთმობ — აღმართზე გაჩერებულს დაძვრა უჭირს. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით; თუ აღმართი და დაღმართი ერთმანეთს მიჰყვება, შეიძლება უშუალოდ დაღმართის წინ იდგეს.

სად იდგმება

  • ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
  • თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, 8.1.1 დაფის გარეშე 1.14 და 1.15 ნიშნები შეიძლება დაიდგას შესაბამისად, უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ.
კანონის ტექსტი

იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

ბილეთები ამ ნიშანზე (8)

მაფრთხილებელი ნიშნები