მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.19 „ქვის ასხლეტა“
რას ნიშნავს
ამ მონაკვეთზე თვლებიდან ღორღი და ხრეში ისხლიტება. ასეთი ქვა მინას ამსხვრევს და ძარას აზიანებს, ამიტომ შეანელე და წინ მიმავალს მეტი მანძილი დაუტოვე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
გზის მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ.