ავტოსკოლა

მაფრთხილებელი ნიშნები

ნიშანი 1.22 „ორმხრივი მოძრაობა“

ნიშანი 1.22 ორმხრივი მოძრაობა

რას ნიშნავს

ცალმხრივი მოძრაობის უბანი მთავრდება და წინ ორმხრივი მოძრაობაა. აქამდე შემხვედრი არ გყავდა, აქედან კი გეყოლება, ამიტომ მარჯვენა მხარეს გადაიწიე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.

სად იდგმება

  • ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი

გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისი, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.

ბილეთები ამ ნიშანზე (3)

მაფრთხილებელი ნიშნები