პრიორიტეტის ნიშნები
ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული“
რას ნიშნავს
მთავარი გზა აქ მთავრდება: გზა გრძელდება, მაგრამ უპირატესობა აღარ გაქვს. ამიტომ შემდეგ გზაჯვარედინზე ნიშნებს დააკვირდი და, თუ საჭიროა, გზა დაუთმე. თუ წინ უპირატესი გზის გადაკვეთაა, დასახლებულ პუნქტში ნიშანი მისგან 25 მ-ით ადრე დგას, დაუსახლებელ პუნქტში — წინასწარ.
სად იდგმება
- თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად.
- ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
კანონის ტექსტი
გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს.