ბილეთი №656 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:

- აგზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა
- ბგზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება, უპირატესობა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით
- გგზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ეს ნიშანი „მთავარი გზის დასასრული“ არის. „მთავარი გზა“ უპირატესობას იძლევა, ეს ნიშანი კი მას ამთავრებს: გზა გრძელდება, მაგრამ აქედან მთავარი აღარაა და უპირატესობა აღარ გაქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით