ავტოსკოლა

პრიორიტეტის ნიშნები

ნიშანი 2.1 „მთავარი გზა“

ნიშანი 2.1 მთავარი გზა

რას ნიშნავს

ამ გზაზე შენ ხარ მთავარი: არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გადამკვეთი გზებიდან მომავლებმა გზა შენ უნდა დაგითმონ. ნიშანი გზის დასაწყისში დგას და უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ მეორდება. დაუსახლებელ პუნქტში მთავარი გზის სავალ ნაწილზე დგომა აკრძალულია — აქ სწრაფად მოძრაობენ.

სად იდგმება

  • ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ.
  • 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
კანონის ტექსტი

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა.

ბილეთები ამ ნიშანზე (5)

პრიორიტეტის ნიშნები