ავტოსკოლა

ბილეთი №655 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი
  4. დIV

რატომ?

ნიშანი „მთავარი გზის დასასრული“ გეუბნება, რომ აქედან გზა მთავარი აღარაა: უპირატესობა, რომელიც აქამდე გქონდა, მთავრდება. ამიტომ წინ გზაჯვარედინზე ნიშნებს დააკვირდი და, თუ საჭიროა, გზა დაუთმე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: პრიორიტეტის ნიშნები