ბილეთი №746 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ II
- ბმხოლოდ I და III
- გმხოლოდ II და IV✓ სწორი პასუხი
- დმხოლოდ III
რატომ?
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ და „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“. „სიგრძის შეზღუდვა“ და „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ კი მასაც ეხება, რადგან გამონაკლისი მხოლოდ შესვლის, მოძრაობის, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვებზეა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.15 „სიგრძის შეზღუდვა”, 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” და 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით