განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი ლურჯ ფონზე“
რას ნიშნავს
ეს ნიშანი დასახლებული პუნქტის სახელს გაცნობებს, მაგრამ ლურჯი ფონი ნიშნავს, რომ დასახლებული პუნქტის წესები აქ არ მოქმედებს — სიჩქარე და დანარჩენი ისევ დაუსახლებელი პუნქტისაა. ნიშანი ყველა შესასვლელში დგას.
სად იდგმება
- ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.
კანონის ტექსტი
მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.