ავტოსკოლა

ბილეთი №276 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. ამხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს
  2. ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  3. გორივე ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლს

რატომ?

გასწრება მარცხნიდან უნდა განხორციელდეს, მარჯვნიდან — მხოლოდ მაშინ, თუ წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა. სადაც 80 კმ/სთ-ზე მეტია ნებადართული, მარცხენა ზოლს მაშინ ვერ დაიკავებ, როცა მარჯვენა თავისუფალია. ორივე ისრით ნაჩვენები მოძრაობა ამ წესებიდან რომელიმეს არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.25 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით