ბილეთი №350 · გაჩერება დგომა
რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით დაუსახლებელ პუნქტში?

- აორივე ავტომობილი
- ბარცერთი ავტომობილი
- გწითელი ავტომობილი✓ სწორი პასუხი
- დმწვანე ავტომობილი
რატომ?
„დასახლებული პუნქტის დასასრულის“ ნიშნის შემდეგ დაუსახლებელი პუნქტი იწყება. იქ მანქანა, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იდგეს, რომ გზა მოძრაობისთვის თავისუფალი დარჩეს. ამ წესს წითელი ავტომობილი არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.