განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა“
რას ნიშნავს
ეს გზა მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლისთვისაა — მოპედს, ველოსიპედს, ტრაქტორს და ქვეითს აქ ადგილი არ აქვს. ავტომაგისტრალი კი არ არის, ამიტომ „B“ კატეგორიას აქ 90 კმ/სთ-ზე მეტი არ შეუძლია. დაუსახლებელ პუნქტში მის სავალ ნაწილზე დგომა აკრძალულია.
კანონის ტექსტი
გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.