ავტოსკოლა

ბილეთი №228 · მოძრაობის სიჩქარე

დაუსახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს:

დაუსახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს…
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ70 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ90 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  4. დ110 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

„საავტომობილო გზა“ ავტომაგისტრალი არ არის: ის მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ავტომაგისტრალზე „B“ კატეგორიას 110 კმ/სთ შეუძლია, სხვა გზაზე კი, მისაბმელის გარეშე, 90 კმ/სთ. ამიტომ აქ ზღვარი 90 კმ/სთ-ია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე