ავტოსკოლა

ბილეთი №297 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელი სატრასპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზა მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება?

რომელი სატრასპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზა მიმდებარე ტერიტორიებს…
  1. ამოპედის მძღოლს
  2. ბ"B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  3. გ"C" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს

რატომ?

გზაზე, რომელიც „საავტომობილო გზის“ ნიშნითაა აღნიშნული, მხოლოდ ავტომობილს და მოტოციკლს შეუძლია მოძრაობა, ამიტომ მოპედს იქ მოძრაობა ეკრძალება. ნიშანი „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ 3,5 ტონაზე მეტი მასის სატვირთოს (C) გასწრებას კრძალავს. B კატეგორიის ავტომობილს ეს აკრძალვები არ ეხება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. ამავე დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი