საგზაო მონიშვნა
მონიშვნა 1.11 „მთლიანი და წყვეტილი ხაზი“
რას ნიშნავს
ორი ხაზი ერთად: იმ მხრიდან, საითაც წყვეტილი ხაზია, გადაკვეთა შეიძლება, უწყვეტის მხრიდან კი — მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დასამთავრებლად. ასე ერთ მხარეს გასწრების დაწყება შეუძლია, მეორეს — არა.
კანონის ტექსტი
ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას. ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.