ბილეთი №100 · შუქნიშნის სიგნალები
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ყველა შუქნიშანში ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი?

- აჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ და მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
- გჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, მერე - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
რატომ?
ყვითელი მოციმციმე სიგნალის დროს გზაჯვარედინი არარეგულირებულად ითვლება და არარეგულირებული გზაჯვარედინის წესები მოქმედებს. ამ წესებით რიგია: ტრამვაი და მსუბუქი, შემდეგ ავტობუსი, ბოლოს სატვირთო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ყვითელი მოციმციმე სიგნალი ანთია, ან შუქნიშანი არ არის ან არ მუშაობს, ან მარეგულირებელი არ დგას, გზაჯვარედინი არარეგულირებულად ითვლება და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.