ბილეთი №107 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- ბტრამვაის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ტრამვაი უპირატესია, როცა შუქნიშანი ერთდროულად ორივეს უშვებს. მაგრამ თუ ტრამვაი დამატებით სექციაში ჩართული ისრით მიდის და ძირითადი სიგნალი ყვითელია ან წითელი, ისარი მხოლოდ გავლის ნებას იძლევა, უპირატესობას — არა, ამიტომ ტრამვაიმაც სხვა მიმართულებიდან მოძრავს უნდა დაუთმოს გზა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.