ბილეთი №103 · შუქნიშნის სიგნალები
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?

- აჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
- ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ და მსუბუქმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
- გჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ და მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
რატომ?
რეგულირებულ გზაჯვარედინზე დამატებითი სექციის ისრით, ძირითად ყვითელ ან წითელ სიგნალზე, მოძრავმა, ტრამვაიმაც კი, სხვა მიმართულებიდან მოძრავს უნდა დაუთმოს. ამ სიტუაციაში სატვირთო პირველი გადის, მერე ტრამვაი და მსუბუქი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას; გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.