ავტოსკოლა

ბილეთი №105 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. ბტრამვაის მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა შუქნიშანი ერთდროულად ტრამვაისაც და მანქანასაც უშვებს, ტრამვაის უპირატესობა აქვს. გამონაკლისია დამატებით სექციაში ჩართული ისარი ყვითელ ან წითელ ძირითად სიგნალთან ერთად: ისარი უპირატესობას არ იძლევა, ამიტომ ტრამვაიც სხვა მიმართულებიდან მოძრავს უთმობს. აქ სწორედ ეს შემთხვევაა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები