ავტოსკოლა

ბილეთი №99 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი…
  1. ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  2. ბმოპედის მძღოლს

რატომ?

ავტოგასამართი სადგურის ტერიტორია გზის მიმდებარე ტერიტორიაა. მისგან გზაზე გასვლისას გზას უთმობ გზაზე მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას, მოპედის ჩათვლით, და ქვეითებს. ამიტომ გზა მსუბუქმა უნდა დაუთმოს, მოპედმა კი — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა