ავტოსკოლა

ბილეთი №108 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. ამსუბუქი ავტომობილის მძღოლმა✓ სწორი პასუხი
  2. ბტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლებმა

რატომ?

ტრამვაის უპირატესობა აქვს, როცა შუქნიშანი ერთდროულად ტრამვაისაც და მანქანასაც უშვებს. მაგრამ თუ ტრამვაი დამატებით სექციაში ჩართული ისრით მიდის, ძირითადი სიგნალი კი ყვითელია ან წითელი, ის სხვა მიმართულებიდან მოძრავს უთმობს. ამიტომ აქ პირველი მსუბუქი გადის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები