ავტოსკოლა

ბილეთი №109 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. ატრამვაის მძღოლს
  2. ბმსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

ტრამვაი რელსებზე დადის და სწრაფად ვერ გაჩერდება, ამიტომ როცა შუქნიშანი ერთდროულად ორივეს უშვებს, უპირატესობა მას აქვს. გამონაკლისი ისაა, როცა ტრამვაი დამატებითი სექციის ისრით მიდის ყვითელ ან წითელ ძირითად სიგნალზე. აქ ასე არაა, ამიტომ გზას მსუბუქი უთმობს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები