ავტოსკოლა

ბილეთი №1033 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:

  1. ამხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ
  2. ბმხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
  3. გყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

რატომ?

მთის გზაზე, სადაც ერთი მანქანა უკუსვლით უნდა იმოძრაოს, ავტობუსის მძღოლს უპირატესობა აქვს მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა კი ავტობუსზეც წინ დგას, რადგან მას უპირატესობა ყველა სხვა ტრანსპორტის მიმართ აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება