ავტოსკოლა

ბილეთი №1036 · გაჩერება დგომა

იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:

  1. ამხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
  2. ბმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
  3. გროგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული✓ სწორი პასუხი

რატომ?

აკრძალულ ადგილას იძულებითი გაჩერებისას „საავარიო გაჩერების ნიშანი“ დაუყოვნებლივ უნდა დადგა — საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგაც და მაშინაც, თუ ის არ არსებობს ან გაფუჭებულია. ნიშანი უკნიდან მომავალ მძღოლებს ადრე აფრთხილებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა