ბილეთი №1095 · გზაჯვარედინის გავლა
„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს „C“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
- ააღემატება 750 კგ-ს
- ბაღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 3 500 კგ-ს
- გარ აღემატება 750 კგ-ს✓ სწორი პასუხი
რატომ?
„C“ კატეგორიის უფლებით „C“ ავტომობილს მისაბმელიც შეიძლება გაებას, თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება. უფრო მძიმე მისაბმელისთვის სხვა კატეგორია გჭირდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი