ბილეთი №1101 · გზაჯვარედინის გავლა
„T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს:
- ამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა
- ბსაგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა
- გმხოლოდ სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა
- დსასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელით✓ სწორი პასუხი
რატომ?
„T“ კატეგორიის უფლება გაძლევს სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა მანქანის მართვას, ასევე „T“ კატეგორიის მანქანისა მისაბმელით.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან. ამავე კანონია მე-5 მუხლის 69-ე პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მანქანა - სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი